მერკელის თვითმფრინავის გაფუჭების გამო, კანცლერი არგენტინაში ჩვეულებრივი რეისით გაფრინდება

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი არგენტინაში G20 სამიტის გახსნას არ დაესწრება. ტექნიკური გაუმართაობის გამო მისი თვითმფრინავი იძულებული გახდა ბერლინიდან აფრენიდან რამდენიმე წუთში დაშვებულიყო. მერკელის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ Airbus A340, რომელშიც გერმანული დელეგაცია იმყოფებოდა, კიოლნში უპრობლემოდ დაეშვა. თვითმფრინავი ნიდერლანდების ტერიტორიიდან მობრუნდა – გერმანული მედის წერს. გერმანიის მთავრობა მომხდარის მიზეზებს სწავლობს. სხვადასხვა ვერსიებს შორის არის, ასევე, თვითმფრინავის შეგნებული დაზიანება და ბოროტი განზრახვა. ამავე დროს, ჯერჯერობით, არაფერი მიუთითებს კრიმინალურ კვალზე.
კანცლერი და მისი დელეგაცია დღეს მადრიდიდან აპირებენ გაფრენას, სადაც ბუენოს-აირესის სამგზავრო რეისზე გადაჯდებიან.

banner
წინა სტატიაშიუკრაინამ 16-დან 60 წლამდე რუს მამაკაცებს უკრაინაში შესვლა აუკრძალა
შემდეგი სტატია,,ამოცანად რჩება, რომ ხელისუფლება შეიცვალოს, ბიძინა ივანიშვილი დამარცხდეს და ამასთან დაკავშირებით გრძელვადიან სტრატეგიას შევიმუშავებთ”