,,ამოცანად რჩება, რომ ხელისუფლება შეიცვალოს, ბიძინა ივანიშვილი დამარცხდეს და ამასთან დაკავშირებით გრძელვადიან სტრატეგიას შევიმუშავებთ”

ჩვენ ამოცანად რჩება, რომ ეს ხელისუფლება შეიცვალოს, ბიძინა ივანიშვილი დამარცხდეს, ამასთან დაკავშირებით გრძელვადიან სტრატეგიას შევიმუშავებთ, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, ჯერჯერობით არაა გადაწყვეტილი შეუერთდება თუ არა „ევროპული საქართველო“ გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციას და ამაზეც იმსჯელებენ.

„ევროპული საქართველო” დღეს გეგმავს, რომ ჩაატაროს პოლიტსაბჭოს სხდომა. პოლიტსაბჭოს ყველა წევრი იქნება, იქნებიან რეგიონული ლიდერები, პარტიის ხელმძღვანელობა და ჩვენ განვიხილავთ იმ ნაბიჯებს, რომლებსაც უახლოეს მომავალში გადავდგამთ. ჩვენ ამოცანად რჩება, რომ ეს ხლისუფლება შეიცვალოს, ბიძინა ივანიშვილი დამარცხდეს, ამასთან დაკავშირებით გრძელვადიან სტრატეგიას შევიმუშავებთ. დღეს კონკრეტულ ნაბიჯებზე გვექნება საუბარი, მათ შორის იმაზე, თუ რა პოზიცია გვექნება აქციასთან მიმართებაში და კონკრეტულ პოლიტიკურ მოთხოვნებთან მიმართებაში”, – განაცხადა კაპანაძემ.

მისივე თქმით, პარტია „ევროპული საქართველო“ დაუმორჩილებლობასთან დაკავშირებით ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს არ იზიარებს.

„განცხადებებს, რომლებიც ეხება დაუმორჩილებლობას, ჯარის და პოლიციის დაუმორჩილებლობას, არ ვიზიარებთ. მიგვაჩნია, რომ ასეთი ტიპის განცხადებები ჯამში აძლევს იარაღს ბიძინა ივანიშვილს, რომ ეს ოპოზიციის წინააღმდეგ გამოიყენოს და დესტაბილიზაციაში დასდოს ბრალი”, – განაცხადა კაპანაძემ.

banner
წინა სტატიაშიმერკელის თვითმფრინავის გაფუჭების გამო, კანცლერი არგენტინაში ჩვეულებრივი რეისით გაფრინდება
შემდეგი სტატიაადვოკატი იუსტიციის მინისტრს მიმართავს და ვანო მერაბიშვილისთვის დამატებითი გამოკვლევების ჩატარებას მოითხოვს