უკრაინამ 16-დან 60 წლამდე რუს მამაკაცებს უკრაინაში შესვლა აუკრძალა

უკრაინა რუსეთის მოქალაქე 16-დან 60 წლამდე მამაკაცებს ქვეყანაში შესვლას უკრძალავს – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ განაცხადა – “ბიბისი” წერს. რამდენიმე ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სასაზღვრო სამსახურმა გადაწყვიტა ყირიმში შესვლა აუკრძალოს უცხოეთის ყველა მოქალაქეს, პირველ რიგში კი რუსებს. “გამშვებ პუნქტებზე კონტროლის გაძლიერებული ზომებია მიღებული. დღეს უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შესვლა შეზღუდული აქვთ, პირველ რიგში კი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს 16-დან 60 წლამდე, მამრობითი სქესის წარმომადგენლებს” – უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელმა პიოტრ ციგიკალმა პეტრე პოროშენკოსთან ერთად განაცხადა. გამონაკლისი მხოლოდ ჰუმანიტარული მიზნები იქნება – ციგიკალმა მაგალითად დაკრძალვა დაასახელა.
რამდენიმე დღის წინ უკრაინაში საომარი მდგომარეობა შემოიღეს, რომლის მიზეზი 25 ნოემბერს შავ ზღვაზე მომხდარი ინციდენტი გახდა. მაშინ რუსმა მესაზღვრეებმა 25 მეზღვაური და სამი უკრაინული გემი დააკავეს.
სასაზღვრო სამსახურების ხელმძღვანელმა, ასევე, აღნიშნა, რომ ქვეყანაში გამოცხადებულ საომარ მდგომარეობასთან დაკავშირებით პირველი დონის საომარი მზადყოფნაა გამოცხადებული, საზღვარი კი განსაკუთრებულ რეჟიმში მოწმდება.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე : მიუხედავად აგრესიული ფონისა, რომლის შექმნასაც კონკრეტული პარტიები ცდილობდნენ, ხელისუფლებამ არჩევნების სათანადოდ ჩატარება შეძლო
შემდეგი სტატიამერკელის თვითმფრინავის გაფუჭების გამო, კანცლერი არგენტინაში ჩვეულებრივი რეისით გაფრინდება