მერკელი თვლის, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელება აუცილებელია

გერმანია ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებას დაუჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის გამო – გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა უკრაინის პრეზიდენტთან პეტრე პოროშენკოსთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა ოთხშაბათს, 1 ნოემბერს. მერკელმა, ასევე აღნიშნა, რომ დონბასში კონფლიქტის დარეგულირების შემთხვევაში საჯარიმო ზომები შემსუბუქდება. მან მინსკის ხელშეკრულებას “გამოსაფხიზლებელი” უწოდა და დაამატა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება არა ერთხელ დარღვეულა. აღმოსავლეთ უკრაინაში ისევ იღუპებიან სამხედროები – ხაზგასმით თქვა მერკელმა.
ასევე, გერმანია აღმოსავლეთ უკრაინაში თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში ნოემბერში დაგეგმილ არჩევნებს არ აღიარებს და მხარს უჭერს უკრაინის მთალიანობის აღდგენას – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშიგერმანიამ და საფრანგეთმა რუსეთი ეუთოს უპილოტოზე თავდასხმაში დაადანაშაულეს
შემდეგი სტატიაზუგდიდის ყოფილ მერსა და მის მოადგილეს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ