გერმანიამ და საფრანგეთმა რუსეთი ეუთოს უპილოტოზე თავდასხმაში დაადანაშაულეს

აღმოსავლეთ უკრაინაში 27 ოქტომბერს ეუთოს მისიის უპილოტო აპარატის ჩამოდგებაში პასუხისმგებელია რუსეთი და სეპარატისტები, რომლებსაც ის მხარს უჭერს – ამის შესახებ ნათქვამია 1 ნოემბრს გამოქვეყნებულ გერმანიისა და საფრანგეთის სპეციალურ ერთობლივ განცხადებაში.
უპილოტო რუსეთ-უკრაინის საზღვარის რაიონში ჩამოაგდეს. მასთან კავშირი გაწყდა მაშინ, როცა დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე იყო. დრონთან კავშირის გაწყვეტამდე მასთან დაფიქსირდა საზენიტო სარაკეტო კომპლექსი – ნათქვამია განცხადებაში. ბერლინმა და პარიზმა მომხდარს “სერიოზული ინციდენტი” უწოდეს, რომელიც ცალსახად არღვევს უკრაინაში ეუთოს მისიის მონიტორინგის უფლებას – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშიექსკლუზივი-2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 25 ნოემბერს ჩაინიშნა
შემდეგი სტატიამერკელი თვლის, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელება აუცილებელია