ზუგდიდის ყოფილ მერსა და მის მოადგილეს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ

ზუგდიდის ყოფილ მერსა და მის მოადგილეს ბრალი ოფიციალურად დღეს უნდა წარუდგინონ.

მედიაში გასული სკანდალური ჩანაწერის გავრცელების შემდეგ, ლაშა გოგიამ თანამდებობა დატოვა, თუმცა ის ამ დრომდე “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შტაბს ხელმძღვანელობდა.

აუდიო ჩანაწერი, რომლეშიც ზუგდიდის ყოფილი მერის ლაშა გოგიას მონაწილებით სავარაუდო კორუფციულ გარგიებაზეა საუბარი, სექტემბერში გავრცელდა. ჩანაწერში ბიზნესმენი მაღალჩინოსანოსნებს კონკრეტული მიწის სანაცვლოდ გადახდილი გარკვეულ თანხის უკან დაბრუნებას სთხოვს.

ჩანაწერში საუბარია ე.წ. ატკატებზე. არსებული ინფორმაციით, ლაშა გოგია მაშინ ბიზნესმენმა ზურაბ კვირკიამ ჩაწერა.

შეგახსენებთ, ლაშა გოგიას მიმართ გამოძიება 338-ე, ქრთამის აღების მუხლით დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიმერკელი თვლის, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელება აუცილებელია
შემდეგი სტატიაზალკალიანს ორი ახალი მოადგილე ჰყავს