მერკელი მეოთხედ იყრის კენჭს კანცლერის თანამდებობაზე

ანგელა მერკელმა ოფიციალურად განაცხადა, რომ გერმანიის კანცლერის თანამდებობაზე საკუთარ კანდიდატურას წამოაყენებს – ბერლინში პრეს-კონფერენციაზე თქვა.
ბუნდესტაგის მომავალ არჩევნებს მან “გერმანიის გაერთიანებიდან ყველაზე რთული” უწოდა. გადაწყვეტილება, რომელიც მან მიიღო, კანდიდატურის მეოთხედ წამოყენებასთან დაკავშირებით, “ტრივიალური არ ყოფილა” და იყო “რთული”. თუმცა, განაცხადა მერკელმა, რომ ის ამ გადაწყვეტილების აუცილებლობაში დარწმუნებულია და რომ მას აქვს “სურვილი ეს ვადა ქვეყანასთან ერთად გაიაროს”.

გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები, რომლის შედეგებზეა დამოკიდებული თუ ვინ დაიკავებს კანცლერის თანამდებობას, 2017 წლის შემოდგომით გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი მთავრობის ახალ შემადგენლობას 22 ნოემბერს, 14.00 საათზე დაასახელებს
შემდეგი სტატიაილია მეორე: ჩვენ ვაფასებთ რუსეთის ეკლესიის მიერ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ქართული ეკლესიის იურისდიქციის აღიარებას