ილია მეორე: ჩვენ ვაფასებთ რუსეთის ეკლესიის მიერ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ქართული ეკლესიის იურისდიქციის აღიარებას

რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დარეგულირებას ორივე ქვეყნისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ამის შესახებ, სააგენტო «რია ნოვოსტის» ცნობით, სრულიად საქრთველოს კათალოკიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მოსკოვში მაცხოვრის ტაძარში განაცხადა.

«რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დარეგულირებას ორივე ქვეყნისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. საქართველო უნდა გახდეს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მშვიდობიანი თანამშრომლობისა და კეთილმეზობლობის ადგილი», – განაცხადა ილია მეორემ რუსეთის პატრიარქისადმი მიმართვისას.

როგორც «რია ნოვოსტი» წერს, კათოლიკოს-პატრიარქმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის დაპირისპირება ძალიან საშიშია და შესაძლოა, გლობალურ კონფლიქტში გადაიზარდოს.

«ჩვენ პოლიტიკოსები არ ვართ, ჩვენ არ გვძალუძს ამ სფეროში ნაბიჯების გადადგმა, თუმცა, ღვთის დახმარებით, პროცესზე გავლენის მოხდენა მაინც შესაძლებელია», – განაცხადა ილია მეორემ.

ილია მეორეს თქმით, საქართველოში აფასებენ რუსეთის ეკლესიის მიერ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ქართული ეკლესიის იურისდიქციის აღიარებას.

“როგორც იცით, მე 11 წლის განმავლობაში ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსი და მიტროპოლიტი ვიყავი და იქ არასდროს ყოფილა კონფლიქტი. ჩვენთან ყოველთვის მშვიდობიანად თანაცხოვრობდნენ ოსები. ჩვენ ვაფასებთ რუსული ეკლესიის პოზიციას, რომელიც არაერთხელ აცხადებდა, რომ აღიარებს ამ რეგიონებში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციას. იგივე მკაფიოდ ითქვა 19 ნოემბერს ჩვენს შეხვედრაზე. რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დარეგულირება მნიშვნელოვანია, ჩვენ ვჭირდებით ერთმანეთს”, – განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

banner
წინა სტატიაშიმერკელი მეოთხედ იყრის კენჭს კანცლერის თანამდებობაზე
შემდეგი სტატიატრამპმა მეუღლის გადაწყვეტილებაზე, თეთრ სახლში გადასვლის გადადებასთან დაკავშირებით ისაუბრა