გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის ახალ შემადგენლობას 22 ნოემბერს, 14.00 საათზე დაასახელებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის ახალ შემადგენლობას 22 ნოემბერს, 14.00 საათზე დაასახელებს.

გიორგი კვირიკაშვილი განცხადებას მთავრობის ადმინისტრაციაში გააკეთებს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თანამდებობას დატოვებს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, რომელსაც დიმიტრი ქუმსიშვილი შეცვლის; ეკონომიკის მინისტრად კი, დეპუტატი გიორგი გახარია სახელდება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე ნოდარ ჯავახიშვილს სტრატეგიული პროექტების მართვისა და რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზურაბ ალავიძე შეცვლის. ენერგეტიკის მინისტრად დაბრუნდება დეპუტატი კახი კალაძე.

ამასთანმ, წინასწარი ინფორმაციით, ცვლილება არ შეეხებათ ძალოვან მინისტრებს.

banner
წინა სტატიაშიიენს სტოლტენბერგმა რუსეთის მხრიდან ბრალდებებზე წინააღმდეგობის გაწევის შესახებ განაცხადა
შემდეგი სტატიამერკელი მეოთხედ იყრის კენჭს კანცლერის თანამდებობაზე