მეგი ბაქრაძის ადვოკატი – ხდება მოწმეებზე ზეწოლა

გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატის განცხადებით, პროკურატურა საქმის მასალებს მალავს და უფლებადამცველებთან არ თანამშრომლობს. ნინო ამაღლობელი, საგამოძიებო უწყებისგან კონკრეტული მტკიცებულებების გადაცემას მოითხოვს.

“გამყარებული ეჭვი გვაქვს, რომ პროკურატურა კონკრეტულ მასალებს ამაგრებს საქმეზე რომელიც ჩვენთვის გადმოცემული არ არის და იმალება ადვოკატებისთვის კონკრეტული მტკიცებულებები. შესაძლოა ხდება, მოწმეებზე ზეწოლა და მათი ჩვენებების შესაბამისობაში მოყვანა. რისთვისაც საჭიროა გონივრული დრო.”, – ამბობს ნინო ამაღლობელი, მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატი.

რაც შეეხება ჯანდაცვის სამინისტროს პოზიციას, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს რომ საქმის მასალებს არ გაცნობია და ამ მიმართულებით შეიქმნება ჯგუფი, რომელიც მოკვლევას გააგრძელებს.

banner
წინა სტატიაშიგიგა ბოკერია – თუ ბოლომდე შეტოპავენ, მათი ცხოვრება პოლიტიკურ ჯოჯოხეთად იქცევა – განსაკუთრებით ოლიგარქისთვის
შემდეგი სტატიამეგრელიშვილი – „ქართული ოცნება“ იმ პროცენტს გვთავაზობს ბარიერად, რაც არჩევნებში ჩვენ არ მიგვიღია