მედვედევი – უკრაინის ნატო-ში შესვლამ შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს

უკრაინის ნატო-ში შესვლამ შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს, თუ ის შემდგომში შეეცდება ყირიმის ხელყოფას, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

“ჩვენთვის ყირიმი რუსეთის ნაწილია. ყირიმის ხელყოფის ნებისმიერი მცდელობა ჩვენი ქვეყანისთვის ომის გამოცხადებაა და თუ ნატო-ს წევრი ქვეყანა ამას გააკეთებს, ეს არის კონფლიქტი მთელ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან. მესამე მსოფლიო ომი. ტოტალური კატასტროფა”, – განაცხადა მედვედევმა.

მისი თქმით, რუსეთი შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების წინააღმდეგი არ არის, მაგრამ ამ შემთხვევაში მას მოუწევს საზღვრების გაძლიერება და საპასუხო ნაბიჯებისთვის მზადყოფნა.

banner
წინა სტატიაშიმოსკოვში რუსი ოპოზიციონერი, ილია იაშინი დააკავეს
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი მადრიდში ნატოს სამიტზე გაემგზავრა