მოსკოვში რუსი ოპოზიციონერი, ილია იაშინი დააკავეს

პოლიციამ ორშაბათს საღამოს მოსკოვში ცნობილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ილია იაშინი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტმა ირინა ბაბლოიანმა Telegram-ზე გაავრცელა.

“ჩემს მეგობარ ილია იაშინთან ერთად ვისეირნე პარკში, ხამოვნიკში. პოლიცია მოვიდა და ილია წაიყვანა, არავინ იცის სად”, – წერს ის.

მოგვიანებით, იაშინის მეგობარმა განუცხადა OVD-Info-ს, რომ პოლიტიკოსი გადაიყვანეს ლუჟნიკის პოლიციის განყოფილებაში. მისი ადვოკატი ამბობს, რომ დაკავებულის მოსანახულებლად არ შეუშვეს.

“ლუჟნიკის პოლიციის განყოფილებაში არ მიშვებენ დაკავებული ილია იაშინის სანახავად (….) არსებული ინფორმაციით, მას ბრალად ედება რუსეთის ფედერაციის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 19.3 ადმინისტრაციული მუხლი, დაუმორჩილებლობა პოლიციელის კანონიერი ბრძანებაზე. სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება – სამშაბათს, 28 ივნისს (ხამოვნიჩესკის რაიონული სასამართლო)”, – წერს ადვოკატი სოციალურ ქსელში.

ილია იაშინი იმ რამდენიმე წამყვან რუს ოპოზიციონერს შორისაა, რომელიც რჩება ქვეყანაში და ღიად ეწინააღმდეგება რუსეთის შეჭრას უკრაინაში.

banner
წინა სტატიაშიკრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
შემდეგი სტატიამედვედევი – უკრაინის ნატო-ში შესვლამ შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს