ირაკლი ღარიბაშვილი მადრიდში ნატოს სამიტზე გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დელეგაციასთან ერთად მადრიდში ნატოს სამიტში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა.
საქართველოს მთავრობის მეთაური სამიტზე ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მიიწვია.
მადრიდში ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი ორმხრივ მაღალი დონის შეხვედრებსაც გამართავს.
საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე იმყოფებიან.

banner
წინა სტატიაშიმედვედევი – უკრაინის ნატო-ში შესვლამ შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს
შემდეგი სტატიარუსებს წარმოდგენა არ აქვთ რისთვის იბრძვიან – ფონ დერ ლეიენი