მედია – შვეიცარიამ ევროპას მისგან შეძენილი სამხედრო ტექნიკის სათადარიგო ნაწილების უკრაინისთვის მიწოდების ნება დართო

შვეიცარიის ხელისუფლებამ ევროპის ქვეყნების მიერ შვეიცარიიდან შეძენილი სამხედრო აღჭურვილობის სათადარიგო ნაწილების უკრაინისთვის მიწოდება დაუშვა, – ინფორმაციას უკრაინული მედია შვეიცარიის ფედერალურ საბჭოზე დაყრდნობით ავრცელებს.

ფედერალურ საბჭოში აცხადებენ, რომ ამ ტიპის რეექსპორტი ქვეყნის ნეიტრალიტეტს არ არღვევს.

„ფედერალური საბჭოს ამჟამინდელი პრაქტიკის შესაბამისად, დასაშვებია სამხედრო ტექნიკის მიწოდება სათადარიგო ნაწილებისა და ნაკრებების ელემენტების სახით. სააგენტომ გადაწყვიტა ამ პრაქტიკის გაგრძელება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის შსს-ს ინფორმაციით, ფრონტის ყველაზე ცხელი წერტილები სევეროდონეცკი და სლავიანსკია
შემდეგი სტატიაომი შეიძლება ნებისმიერ დროს დასრულდეს, მაგრამ აუცილებლად კიევის პირობებით – პოდოლიაკი