ომი შეიძლება ნებისმიერ დროს დასრულდეს, მაგრამ აუცილებლად კიევის პირობებით – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომი შესაძლოა, ნებისმიერ დროს დასრულდეს, “მაგრამ აუცილებლად კიევის პირობებით”.

“ომი შეიძლება იყოს პარადოქსული, ანუ ნებისმიერ მომენტში შეიძლება დასრულდეს, მაგრამ აუცილებლად უკრაინის პირობებით. შეიძლება დასრულდეს ერთ თვეში, ან შეიძლება დასრულდეს ზამთარში. იმიტომ, რომ ომი არ არის მხოლოდ მათემატიკა ბრძოლის ველზე”, – თქვა პოდოლიაკმა.

მანვე განმარტა, რომ რუსეთში შიდა კონფლიქტებია, რაც ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის ფონზე, კიდევ უფრო გამწვავდება, ასეთმა ფაქტორებმა კი შეიძლება, ომი სწრაფად დაასრულოს.

“ისინი დღეს გარიყულები არიან, ძლიერი სანქციების ზეწოლის ქვეშ, რეპუტაციის თვალსაზრისით უმნიშვნელოდ გამოიყურებიან. ეს ყველაფერი იწვევს შიდა პანიკას, არის კონფლიქტები. ბევრმა ასეთმა ფაქტორმა შეიძლება, ომის პარადოქსულად სწრაფად დასრულება გამოიწვიოს”, – ამბობს პოდოლიაკი.

banner
წინა სტატიაშიმედია – შვეიცარიამ ევროპას მისგან შეძენილი სამხედრო ტექნიკის სათადარიგო ნაწილების უკრაინისთვის მიწოდების ნება დართო
შემდეგი სტატიაკიევის ოლქში რუსების მიერ დახვრეტილი და ნაწამები ადამიანების ცხედრები კიდევ აღმოაჩინეს