უკრაინის შსს-ს ინფორმაციით, ფრონტის ყველაზე ცხელი წერტილები სევეროდონეცკი და სლავიანსკია

ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილებად სევეროდონეცკისა და სლავიანსკის მიმართულებები რჩება, – ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ვადიმ დენისენკომ განაცხადა.

მისი თქმით, სევეროდონეცკში, სადაც რუსმა ოკუპანტებმა მნიშვნელოვანი ძალები შეიყვანეს, მდგომარეობა უკიდურესად რთულია. მეორე ცხელი წერტილი კი სლავიანსკის მიმართულებაა.

„რუსები ახლა იქ ძალების მაქსიმალურ მობილიზებას ახდენენ. ამ მიმართულებით უკვე კონცენტრირებულია 20-ზე მეტი ტაქტიკური ჯგუფი და ერთი ასეთი ჯგუფი 600-800 კაცისგან შედგება, ასევე არის 30-ზე მეტი ჯავშანტრანსპორტიორი, 10 ტანკი”, – აღნიშნა ვადიმ დენისენკომ.

შეგახსენებთ, რუსული ძალები სევეროდონეცკში 30 მაისს, სასტიკი ბრძოლების შემდეგ შევიდნენ. ქალაქში ქუჩის ბრძოლა არ წყდება.

banner
წინა სტატიაში31 050 ჯარისკაცი, 1 376 ტანკი, 3 379 ჯავშანტექნიკა – რუსი ოკუპანტების დანაკარგი
შემდეგი სტატიამედია – შვეიცარიამ ევროპას მისგან შეძენილი სამხედრო ტექნიკის სათადარიგო ნაწილების უკრაინისთვის მიწოდების ნება დართო