მცირე ეპიდაფეთქების მიუხედავად, ბათუმის ჩაკეტვა არ იგეგმება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მცირე ეპიდაფეთქების მიუხედავად, ბათუმის ჩაკეტვა არ იგეგმება, არამედ ქალაქში კორონავირუსზე გაფართოებული ტესტირება დაიწყება.

მისივე თქმით, ბათუმში კორონავირუსზე ტესტირებისთვის კიდევ ერთი კარავი განთავსდა.

„ვინაიდან ბათუმში დაფიქსირდა მცირე ეპიდაფეთქება, არ ნიშნავს რომ ბათუმი ჩაიკეტება, არავითარ ჩაკეტვაზე საუბარი არ არის. ბათუმში ჩველებრივი ცხოვრება გაგრძელდება. ბათუმში დაიწყება გაფართოებული ტესტირება. დღეს დილიდან კიდევ ერთი კარავი დაემატა. ხუთი პოლიკლინიკა იწყებს ამბულატორიულ ტესტირებებს. ბათუმში სამი ლაბორატორია მუშაობს და 1600-1800 ტესტის გაკეთების საშუალებაა ყოველდღიურად. თუ საჭირო გახდება, მიემატება იმიერეთისა და სამგრელოს შესაბამისი სამსახურები. გაფართოებულ ტესტირებას ალტერნატივა არ აქვს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიამირან გამყრელიძე – ჯერ არ გვაქვს ინფორმაცია რამდენად გავიდა ინფექცია „დონას“ გარეთ
შემდეგი სტატიაკრწანისის რაიონში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან ჯაფარიძე იქნება