მასობრივი კრემაცია ინდოეთში ვირუსის საშინელების ილუსტრაციაა

ინდოეთი კრემაცია ვირუსი

ინდოეთში კორონავირუსის მეორე ტალღის გამო სიტუაცია უკონტროლო გახდა, საავადმყოფოები ვერ აუდიან დაავადებულებს, არ აქვთ არც საკმარისი რაოდენობის საწოლები, არც ჟანგბადის ბალონები. გარდაცვლილთა დღიური რაოდენობა კატასტროფულად იმატებს.

როგორც “სიენენი” წერს, დედაქალაქში სულ 956 348 ადამიანია ვირუსით დაავადებული, 13, 193 პირი კი გარდაიცვალა.


პარასკევს ინდოეთში 332,730 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის მანძილზე არც ერთ ქვეყანაში არ ყოფილა მსგავსი დღიური მაჩვენებელი. ოთხ დღეში კოვიდ-19-ით დაავადებულთა მილიონზე მეტი შემთხვევა აღინუსხა. დღესვე 2,263 ადამიანი გარდაიცვალა. “სიენენი” დელიდან ფოტოებს ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიკალაძე: შეთანხმებაში ჩაწერილია, რომ ამნისტია შეეხება ყველას
შემდეგი სტატიალელო: ევროპარლამენტარების თავდებობით მელიას გათავისუფლება არ ეწინააღმდეგება შეთანხმებას