მარტვილში საბავშო ბაღები დაიხურა

მარტვილის მუნიციპალიტეტში არსებული ყველა საბავშო ბაგა-ბაღი დაიხურა, ამის შესახებ ინფორმაციას მარტვილის სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზდრელო დაწესებულების ხდლმძღვანელი, ირმა გაბისონია “თაიმერთან” საუბარში ადასტურებს.

მისივე თქმით, ბაღების დახურვის გადაწყვეტილება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციით მოხდა.

შეგახსენებთ, რომ მარტვილში ბოლო დღეების მანძილზე კორონავირუსით ინფიცირების არაერთი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის იყვნენ როგორც საბავშო ბაღის მოსწავლეები, ასევე მასწავლებლები.

ავტორი: აკო ქიქავა

banner
წინა სტატიაშიოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ დავით კოდუას კორონავირუსი დაუდასტურდა
შემდეგი სტატიაავლაბარში, სადაც შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა, სპეცოპერაცია მიმდინარეობს