ოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ დავით კოდუას კორონავირუსი დაუდასტურდა

რამდენიმე დღის წინ, ოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ დავით კოდუას კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

„ბრალდებული დ.კ პენიტენციურ დაწესებულებაში შემოსახლდა 2021 წლის 14 აპრილს, სსკ 126-1. (ოჯახში ძალადობა) მუხლის საფუძველზე. პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებისას სწრაფი ტესტის საშუალებით ბრალდებულს COVID-19 არ დაუდასტურდა. 15 აპრილს დაწესებულებაში ჩაუტარდა გეგმიური PCR-ტესტირება, რითაც დადასტურდა COVID-19. ბრალდებული საკანში იმყოფებოდა მარტო, შესაბამისად, სხვა პატიმრებთან შეხება არ ჰქონია. დ.კ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ვირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა მიუხედავად ამისა, იგი დაკვირვების მიზნით ჰოსპიტალიზირებულია სამოქალაქო სექტორის კლინიკაში“, – აღნიშნულია სამსახურის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სომხეთის პრეზიდენტს შეხვდა
შემდეგი სტატიამარტვილში საბავშო ბაღები დაიხურა