“საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო კანონს, რომელმაც საქართველოში დიდი პროტესტი გამოიწვია და რომელიც აშკარა საფრთხეა ქვეყნის ევროპული გზისთვის. ლატვია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, გაიწვიონ კანონი და გადახედონ მიდგომას.” – წერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ რუსულ კანონზე ვეტოს დადებას ეხმაურება.