გაიწვიეთ უცხოური აგენტების კანონი – ამის შესახებ განცხადება ბრიტანეთის პარლამენტში ბრიტანელმა პოლიტიკოსმა, მარკ პრიჩარდმა, გააკეთა. მისი თქმით, ის შეზღუდვები, რაზეც ახლა აშშ საუბრობს, შესაძლებელია თავიდან იქნეს აცილებული, თუ საქართველოს მთავრობა ამ კანონზე უარს იტყვის.
დიდი ბრიტანეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს სპიკერებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ “ქართულმა ოცნებამ” რუსულ კანონზე უარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა გადადგას.
“მინდა საქართველოსთან დაკავშირებით განვაცხადო, მინდა მინისტრებს მოვახსენო, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობას სურს საქარველოსთან მუშაობის გაგრძელება. ეს ნამდვილად ასეა. როგორც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯიმ ო ბრაიენმა თქვა, შესაძლოა ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობები გადაიხედოს და რისკის ქვეშ დადგეს. ამასთან, შესაძლოა ფინანსური და სამოგზაურო შეზღუდვებიც დაწესდეს. ამ ყველაფრის თავიდან არიდება ჯერ კიდევ შესაძლებელია, თუ საქართველოს მთავრობა გაიწვევს ამ უცხოური აგენტების კანონს ან სრულიად შეცვლის მას,” – განაცხადა მარკ პრიჩარდმა.