მარნეულის სასწრაფო სამედიცინო დახმარების რვა თანამშრომელს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა

მარნეულის სასწრაფო სამედიცინო დახმარების რვა თანამშრომელს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. ლუგარის ლაბორატორიაში მარნეულიდან სულ 64 ნიმუში იყო გაგზავნილი. რვა დადასტურებული შემთხვევიდან ყველა სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომელია. აქედან ხუთი მარნეულის მკვიდრია, სამი კი სხვა მუნიციპალიტეტის, თუმცა ისინი მარნეულში მუშაობდნენ.

რვავე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. მათ დღეს თბილისის სპეციალიზებულ კლინიკებში გადაიყვანენ.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსით კიდევ ერთი, მერვე პაციენტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს პერსონალს გვირილობის დღესასწაული ჩოხოსნებმა მიულოცეს [ვიდეო]