კორონავირუსით კიდევ ერთი, მერვე პაციენტი გარდაიცვალა

კორონავირუსით კიდევ ერთი, მერვე პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.

პაციენტი, რომელიც ახალი კორონავირუსით დაიღუპა, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა. კლინიკის ხელმძღვანელის ლევან რატიანის განცხადებით, დაღუპულია 72 წლის ქალი, რომელიც კლინიკაში 14 აპრილს შეიყვანეს. მისი თქმით, ქალბატონს აღენიშნებოდა, კოვიდინფიცირების შედეგად გამოწვეული სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ასევე ქრონიკული პათოლოგიებით დატვირთული ანამნეზი – გულის უკმარისობა, მორბიდული სიმსუქნე და სხვა.

banner
წინა სტატიაშინათია მეზვრიშვილი – ერთი ეტაპიდან მეორეზე შეიძლება ორ კვირაზე ადრე გადავიდეთ, ან მოხსნილი შეზღუდვები ხელახლა დავაწესოთ, ეს დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე
შემდეგი სტატიამარნეულის სასწრაფო სამედიცინო დახმარების რვა თანამშრომელს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა