ხორვატიის პრეზიდენტი ფინეთის ნატოში შესვლაზე ვეტოს დადებით იმუქრება

ხორვატიის პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი აცხადებს, რომ ფინეთის ნატოს გაწევრიანების მოთხოვნას ვეტოს დაადებს.

„მადრიდში დაგეგმილ ნატოს სამიტზე ფინეთის მოთხოვნას ვეტოს დავადებ“, – განაცხადა მილანოვიჩმა.

ხორვატიის პრეზიდენტმა ასევე კომენტარი გააკეთა მოსკოვთან მისი შესაძლო კავშირის ბრალდებებზე და ეს ინფორმაცია უარყო.

„ვინ ამბობს, რომ რუსეთის აგენტი ვარ? მე რუსეთთან საერთო არაფერი მაქვს. როცა „გაზპრომის“ გენერალური დირექტორი ზაგრებში ჩამოვიდა, ჩემგან არაფერი მიუღია. მე არ მეშინია არც რუსების და არც უკრაინელების, მე ადვილად გავუმკლავდები მუქარას“, – აღნიშნა მილანოვიჩმა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი ჩემი ნახვის დროს გახდა ცუდად… ვერ დადის და ვერ იღებს საკვებს, არ აქვს ლაპარაკის თავი, სულ სცივა, ორგანიზმი ჩამოშლილი აქვს – ხერხეულიძე
შემდეგი სტატიამარიუპოლიდან ევაკუირებული 100-ზე მეტი ადამიანი ზაპოროჟიაში ჩავიდა