მარინა ეზუგბაია : ვერ გეტყვით, დაიწყო თუ არა კორონავირუსის მეორე ტალღა, საქართველოში სიმშვიდეა და იმედია, ასე გაგრძელდება

news
ავტ.: news ივნისი 30, 2020 12:14

მარინა ეზუგბაია : ვერ გეტყვით, დაიწყო თუ არა კორონავირუსის მეორე ტალღა, საქართველოში სიმშვიდეა და იმედია, ასე გაგრძელდება

ჩვენს ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური კუთხით სიმშვიდეა და იმედი მაქვს, ასე გაგრძელდება,- ასე უპასუხა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტის კითხვას, მსოფლიოში უკვე საუბრობენ მეორე ტალღაზე და როდის არის მოსალოდნელი საქართველოში.

„მეორე ტალღაზეა საუბარი, თუ პირველი ტალღის გაგრძელებაა, ჩემთვის ეს არ არის გამყოფი ზოლი. ჩამთავრდა პირველი ტალღა და დაიწყო მეორე? არ ვიცი, ვერ გეტყვით. მკაფიოდ თქმა იმის, რომ ნამდვილად მეორე ტალღა დაიწყო… ვერ გეტყვით. ჩვენს ქვეყანაში ჯერჯერობით სიმშვიდეა და იმედია, ასე გაგრძელდება“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

news
ავტ.: news ივნისი 30, 2020 12:14