მარინა ეზუგბაია : საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულების რაოდენობამ კოვიდ-ცენტრებში მყოფი პაციენტების რიცხვს გადააჭარბა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, გამოჯანმრთელებულების რაოდენობამ კოვიდ-ცენტრებში ამჟამად მყოფი პაციენტების რიცხვს გადააჭარბა.

„გუშინ გვყავდა 638 დადასტურებული პაციენტი და მხოლოდ ერთი ახალი შემთხვევა შემოგვემატა, გახდა 639. გამოჯანმრთელებული 317 იყო, 32 დაემატა და არის 349. პირველად დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოჯანმრთელებულებმა გადააჭარბეს დადასტურებულებს“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე კოვიდ-ცენტრებში 279 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, ხოლო 349 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

banner
წინა სტატიაშირუხის კლინიკაში მოთავსებული კოვიდინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
შემდეგი სტატიამარინა ეზუგბაია – არ არის აუცილებელი, ვიღაცამ შეგზღუდოს, შენს თავს უნდა უთხრა, რომ შეზღუდვებს მაქსიმალურად დავიტოვებ, ვეცდები, სამომავლოდ არაფერი გავაფუჭო