რუხის კლინიკაში მოთავსებული კოვიდინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

რუხის კლინიკაში მოთავსებული კოვიდინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია – ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა ირაკლი გვაზავამ განაცხადა. „ამ, დროისთვის 4 ინფიცირებული გვყავს, მდგომარეობა სტაბილურია, რაც ძალიან გვახარებს. რაც შეეხება ცხელების ცენტრს – 16 პაციენტი გვყავს, საიდანაც 5 პაციენტს გუშინ მოუვიდა უარყოფიი პასუხი. დანარჩენ პაციენტებს წუხელ ჩაუტარდათ ტესტირება და პასუხები საღამოსკენ გახდება ცნობილი“ მისივე ინფორმაციით, პაციენტებში ვირუსი მსუბუქი ფორმებით მიმდინარეობს. კლინიკას ამ დროისთვის 4 კოვიდინფიცირებული ყავს და 16 პაციენტი ცხელების ნიშნითაა მოთავსებული, აქედან, 5 პაციენტის ლაბორატორიული ნიმუში უარყოფითია, დანარჩენების პასუხები დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.

banner
წინა სტატიაში“ველოდები, რომ პარტიები სრულად შეასრულებენ მარტის ხელშეკრულებას, მათ შორის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას” – სენატორი ჯიმ რიში
შემდეგი სტატიამარინა ეზუგბაია : საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულების რაოდენობამ კოვიდ-ცენტრებში მყოფი პაციენტების რიცხვს გადააჭარბა