მარინა ეზუგბაია : მძიმე პნევმონიით გვყავს შვიდი პაციენტი, მათგან ორი არის უფრო მძიმე

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 33 პაციენტი მკურნალობს.

სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათგან შვიდს მძიმე პნევმონია აქვს.

„ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 33 პაციენტი, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია. მძიმე პნევმონიით გვყავს შვიდი პაციენტი, მათგან ორი არის უფრო მძიმე, რომელთანაც დაწყებული მკურნალობის მიუხედაავდ, დაავადება პროგრესირებს, ძალიან აგრესიულად არა. იმედი გვაქვს, მათი მდგომარეობაც დასტაბლურდება. დანარჩენი ხუთი პაციენტი ჯერჯერობით როგორც მძიმე პნევმონია და მძიმე დაავადების ფორმა, ასე ფასდება“ , – აღნიშნა ეზუგბაიამ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 214 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 50 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში სამი პაციენტი გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიმარინა ეზუგბაია : კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტების დაინფიცირების წყარო ცნობილია
შემდეგი სტატიაბრიტანეთს კორონავირუსზე ანტისხეულების მილიონობით ტესტი გააჩნია, თუმცა ეს მეთოდი არ ამართლებს