მარინა ეზუგბაია : კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტების დაინფიცირების წყარო ცნობილია

თბილისის ინფექციური საავდმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან მათ ცენტრში არც ერთი არ არის დადასტურებული.

ეზუგბაიას ინფორმაციით, ექვსი ახალი შემთხვევიდან სამი ქუთაისში იმყოფება, ხოლო სამი – თბილისში.

მისივე თქმით, ყველას შემთხვევაში ინფიცირების წყარო ცნობილია.

ეზუგბაიას განმარტებით, საუბარია ქვეყანაში შემოტანილ შემთხვევებზე.

„სამი არის იმერეთის რეგიონში, ქუთაისში გადაყვანილი, სამი თბილისში. არც ერთი არ არის შიდა გავრცელება. როგორც ჩემთვის ცნობილია, ყველა არის შემოტანილი შემთხვევა. წყარო არის ცნობილი. ეს ნიშნავს, რომ არ არის მეორეული, მესამეული, მეოთხეული გადაცემა“ , – განაცხადა ეზუგბაიამ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 214 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 50 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში სამი პაციენტი გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიროგორ უნდა მოიქცეთ, თუ არ გსურთ კომუნალური შეღავათებით სარგებლობა სოლიდარობის ნიშნად – სემეკი განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიამარინა ეზუგბაია : მძიმე პნევმონიით გვყავს შვიდი პაციენტი, მათგან ორი არის უფრო მძიმე