მარინა ეზუგბაია : კოვიდინფიცირების ერთი ახალი დადასტურებული შემთხვევა საკარანტონო ზონიდანაა

კოვიდინფიცირების ერთი ახალი დადასტურებული შემთხვევა საკარანტონო ზონიდანაა, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

„მას ინფიცირებულთნ ჰქონდა კონტაქტი. რაც შეეხება ჩვენს ცენტრს; გვყავდა 35 პაციენტი, მათგან ერთი გამოჯანმრთელდა და ამ ეტაპზე, გვრჩება 34 დადასტურებული პაციენტი. ახალი პაციენტი გუშინ ჩვენთან არ შემოსულა. არსებული სპექტრის სიმძიმის მიხედვით, ჯერჯერობით, სამი მძიმე პაციენტი გვყავს, რომელთა მდგომარეობაც, დინამიკაში, უმჯობესდება. შეიძლება ვთქვათ, რომ სიტუაცია დასტაბილურებულია. პროგრესირება არ შეიმჩნევა. რადიოლოგიური მონაცემების მხრივ, არ გვაქვს მკვეთრი გაუმჯობესება, მაგრამ ლაბორატორიული მონაცემებით, დინამიკა გაუმჯობესდა და ალბათ, პროგნოზი კეთილსაიმედო უნდა იყოს სამივე პაციენტთან. მათგან ერთი ის პაციენტია, რომელსაც პლაზმით მკურნალობა ჩაუტარდა. ის 80 წელზე მაღალი ასაკისაა“ – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

banner
წინა სტატიაშიბოჭორიშვილის კლინიკას დღეს ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს
შემდეგი სტატიამარინა ეზუგბაია : კორონავირუსისგან პაციენტების 72% გამოჯანმრთელდა