ბოჭორიშვილის კლინიკას დღეს ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკას დღეს ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს. ამის შესახებ კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, კახა იშხნელმა განაცხადა.

მისივე თქმით, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები არ აქვთ.

როგორც იშხნელი ამბობს, სამი პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

„ჩვენს კლინიკაში გამოყოფილ კოვიდ სივრცეში 46 პაციენტია მოთავსებული, მათგან 11 არასრულწლოვანია, 34 არის დადასტურებული კოვიდი. საბედნიეროდ, ახალი შემთხვევები არ გვაქვს. სამი პაციენტი არის საშუალო სიმძიმის, ანუ საყურადღებო პაციენტი. რეანიმაციაში საბედნიეროდ დღეისათვის პაციენტები აღარ გვყავს. მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობა, ისევე როგორც ყოველთვის, მსუბუქი ფორმისაა და ველოდებით მათ გამოჯანმრთელებას. ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი ახლა დატოვებს ჩვენს კლინიკას და წავა თვითიზოლაციაში“,- განაცხადა იშხნელმა.

მისივე თქმით, დღეს ხუთი პაციენტის კვლევაა დაგეგმილი.

„დღეს დაგეგმილია ხუთი პაციენტის ანალიზი, რომლიდანაც სამი განმეორებითია და შესაბამისად, უარყოფითი შედეგის მიხედვით მოგაწვდით ინფორმაციას. 34იის გარდა, დანარჩენი საეჭვო პაციენტია და ველოდებით მათ კვლევას“,- განაცხადა იშხნელმა.

banner
წინა სტატიაშიპირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ხუთი პაციენტი გამოჯანმრთელდა
შემდეგი სტატიამარინა ეზუგბაია : კოვიდინფიცირების ერთი ახალი დადასტურებული შემთხვევა საკარანტონო ზონიდანაა