მარინა ეზუგბაია : კორონავირუსით ინფიცირებული ე.წ. ნომერ მეხუთე პაციენტი გამოჯანმრთელდა

ნომერ მეხუთე პაციენტიც გამოჯანმრთელდა,- ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

ეზუგბაიას ცნობით, მათ კლინიკაში, დღევანდელი დღის ჩათვლით, 130 პაციენტმა იმკურნალა და 72 გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავთ.

„თქვენთვის საინტერესო ინფორმაციას გეტყვით, რომელსაც მუდმივად მეკითხებოდით. ნომერ მეხუთე პაციენტიც გამოჯანმრთელდა“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, აღნიშნული პაციენტი კლინიკაში დაახლოებით ორი თვის განმავლობაში იმყოფებოდა.

banner
წინა სტატიაშიმარინა ეზუგბაია: ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი პაციენტებიდან, ერთის მდგომარეობა კრიტიკულია, შვიდს კი მძიმე პნევმონია აქვს
შემდეგი სტატიალევან რატიანი : საუნივერსიტეტო კლინიკიდან დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ექვსი პაციენტი ეწერება