მარინა ეზუგბაია: ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი პაციენტებიდან, ერთის მდგომარეობა კრიტიკულია, შვიდს კი მძიმე პნევმონია აქვს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ ეტაპზე, მათ კლინიკაში 57 პაციენტი მკურნალობს, საიდანაც 54 პაციენტის შემთხვევა დადასტურებულია, სამი კი, შესაძლო შემთხვევაა, რომელთა კვლევა დღეს დილით დამთავრდება და გაირკვევა, ისინი გამოჯანმრთელებული არიან, თუ მათი შემთხვევა დადასტურებულია.

როგორც ჟურნალისტებს ეზუგბაიამ განუცხადა, გუშინ მათ კლინიკაში არც ერთი დადასტურებული შემთხვევა არ შესულა.

„რაც შეეხება კრიტიკული პაციენტის მდგომარეობას, შეიძლება ვთქვათ, რომ კლინიკურად არის სტაბილიზაცია, მაგრამ გაფართოებული კვლევის დინამიკით მდგომარეობა გაუარესებულია. აქედან გამომდინარე, ჯერ იმის თქმა, რომ ამ პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდება, ნაადრევია. ალბათ, ამას რამდენიმე დღის შემდეგ ვიტყვით. ჯერ კვლავ კრიტიკულია, მართვას და დასტაბილურებას არ ემორჩილება. დანარჩენი შვიდი მძიმე პაციენტია, მძიმე პნევმონიით, რომელთა მდგომარეობა სტაბილურია. რამდენიმე დღის განმავლობაში სტაბილურობის შენარჩუნება უკვე გვეუბნება, რომ მათი მდგომარეობა გაუმჯობესდება და ალბათ, ისინი მძიმე ფორმებიდან საშუალო სიმძიმის ფონზე გადავლენ“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 107 ფაქტი გამოავლინა
შემდეგი სტატიამარინა ეზუგბაია : კორონავირუსით ინფიცირებული ე.წ. ნომერ მეხუთე პაციენტი გამოჯანმრთელდა