მარინა ეზუგბაია : კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ხუთი პაციენტი ჩვენს ცენტრში იმყოფება და ინფიცირების წყარო ცნობილია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში დაფიქსირებული კორონავრიუსის ახალი შემთხვევებიდან ხუთი მათ ცენტრშია მოთავსებული.

მისივე თქმით, მათ შემთხვევაში ინფიცირების წყაროები ცნობილია.

„ჩვენი პაციენტების კონტაქტებია.ჩვენთან დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 28 პაციენტზე ტესტი და აქედან ხუთი იყო დადებითი, სამ პაციენტთან, კონტაქტებია, იქ გაურკვეველი პასუხია, რომელიც კიდევ განმეორებით მოითხოვს ტესტირებას“ , – განაცხადა ეზუგბაიამ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 188 შემთხვევაა დაფიქსირებული.

banner
წინა სტატიაშიბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ორი ახალი პაციენტი შიდაგავრცელებას უკავშირდება
შემდეგი სტატიაკლინიკა „მედალფაში“ სამი ახალი ინფიცირებული პაციენტი მიიღეს