კლინიკა „მედალფაში“ სამი ახალი ინფიცირებული პაციენტი მიიღეს

კორონავირუსით ინფიცირების სამი ახალი შემთხვევა ბათუმში დადასტურდა. კლინიკა „მედალფაში“ აცხადებენ, რომ სამი ახალი ინფიცირებული პაციენტი მიიღეს.

კლინიკის ექიმების განმარტებით, ორ შემთხვევაში ინფიცირებულები თურქეთიდან შემოსული საქართველოს მოქალაქეები არიან, ერთი პირი კი საქართველოში ლონდონი-ბათუმის ავიარეისით დაბრუნდა.

ამჟამად „მედალფაში“ 12 ინფიცირებულია, მათგან ერთი მართვით სუნთქვაზეა. კლინიკის მენეჯმენტის განცხადებით, ოთხი პირი გამოჯანმრთელების სტადიაშია.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 188-მდე გაიზარდა.

banner
წინა სტატიაშიმარინა ეზუგბაია : კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ხუთი პაციენტი ჩვენს ცენტრში იმყოფება და ინფიცირების წყარო ცნობილია
შემდეგი სტატიამარინა ეზუგბაია : ახალი პაციენტებიდან ორს მძიმე პნევმონია აქვს