მარინა ეზუგბაია : კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევიდან რვა ე.წ. საბურთალოს კლასტერიდანაა, ხოლო სამი სოფელ მარეთიდან

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევიდან რვა ე.წ. საბურთალოს კლასტერიდანაა, ხოლო სამი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარეთიდან.

„ახალი კლასტერი, ახალი წყარო ქვეყანაში არ გვაქვს. 54 კოვიდ დადასტურებული მკურნალობს ჩვენს ცენტრში, ექვსი ახალი დადასტურებული შემთხვევა მივიღეთ მარნეულის სოფელი მარეთიდან და ბოლნისის წინა დღეს დადასტურებული შემთხვევიდან“,- განაცხადა ეზუგბაიამ.

banner
წინა სტატიაშინიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი დაუდასტურდა
შემდეგი სტატიამაკა სოლოღაშვილი : 11 ახალი პაციენტიდან შვიდი საბურთალოს, ოთხი კი ბოლნისის კლასტერიდანაა