მაკა სოლოღაშვილი : 11 ახალი პაციენტიდან შვიდი საბურთალოს, ოთხი კი ბოლნისის კლასტერიდანაა

news
ავტ.: news ივნისი 1, 2020 10:59

მაკა სოლოღაშვილი : 11 ახალი პაციენტიდან შვიდი საბურთალოს, ოთხი კი ბოლნისის კლასტერიდანაა

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხაებით, კლინიკაში 11 ახალი კოვიდინფიცირებული პაციენტი ყავთ.

როგორც მაკა სოლოღაშვილმა განმარტა, ოთხი მათგანი ბოლნისის, ოთხი კი საბურთალოს კლასტერს განეკუთვნება. ამასთან კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ინფორმაციით, ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში გამოჯანმრთელდა ოთხი პაციენტი.

„დღეს დილით 43 პაციენტია ბოჭორიშვილის ბოქსირებულ სექტორში. 44-დან 29 არის კოვიდდადასტურებული, აქედან 18 წლამდე ასაკის არის შვიდი პაციენტი. გუშინ დაემატა 11 ახალი დადასტურებული პაციენტი, აქედან ოთხს დაუდასტურდა ჩვენს კლინიკაში და შვიდი გადმოვიდა დადასტურებული დიაგნოზით. შვიდი არის საბურთალოს კლასტერი და ოთხი არის ბოლნისიდან. ახალი პაციენტებიდან ერთი არის საყურადღებო, იგი დატვირთული ანამნეზიით არის. ოთხი პაციენტი გამოჯანმრთელდა, სამი ახალი პაციენტი კი ელოდება კვლევაში ჩართვას“, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

news
ავტ.: news ივნისი 1, 2020 10:59

Google სტატისტიკა


7,810
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics