მარინა ეზუგბაია : გამოჯანმრთელებულების რაოდენობა საკმაოდ სოლიდური რიცხვით აჭარბებს მკურნალობის პროცესში მყოფ პაციენტებს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულების რაოდენობა საკმაოდ სოლიდური რიცხვით აჭარბებს მკურნალობის პროცესში მყოფ პაციენტებს.

„გუშინდელი მონაცემებით, ჩვენ 695 დადასტურებული პაციენტი გვყავდა. გუშინ დაგვემატა ექვსი ახალი დადასტურებული შემთხვევა და ახლა არის – 701 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულების რიცხვი იყო 425, დაგვემატა შვიდი და არის – 432. დღეის მდგომარეობით, კოვიდცენტრებში მკურნალობს – 257 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებულებსა და მკურნალობაზე მყოფ პაციენტებს შორის საკმაოდ სოლიდური რიცხვია, გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 147-ით ჭარბობს ამჟამად მკურნალობაზე მყოფ პაციენტებს“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, ექვსი ახალი შემხთვევიდან სამი არის ბოლნისიდან, კიდევ სამი კი ზუგდიდის უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია.

„ახალი პაციენტი არ გვყავს, რომლის წყარო უცნობია“, – დასძინა მარინა ეზუგბაიამ.

banner
წინა სტატიაშიმაკა სოლოღაშვილი : ბოჭორიშვილის კლინიკის ექვსი ახალი კოვიდინფიცირებული პაციენტიდან სამი ე.წ. ბოლნისის კლასტერს უკავშირდება
შემდეგი სტატიაანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში 47 პირი იმყოფება