ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში 47 პირი იმყოფება

ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში 47 პირი იმყოფება. რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციაშია 195 ადამიანი. ეს ვალდებულება ვადის ამოწურვის მიზეზით მოეხსნა 920 მოქალაქეს.

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ პერიოდში ჯამში, ეპიდზედამხედველობა განხორციელდა და მიმდინარეობს 1525 პირზე.

ამასთან, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გამოკვლეული 56 ბიოლოგიური მასალიდან 24 ინფიცირებული ტრაილერის მძღოლის კავშირები იყო. გამოკვლეულთაგან სამს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ერთზე ხელახალი კვლევა განხორციელდება.

ასევე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო–ზემო სვანეთის განყოფილების მიერ მიმდინარეობს ტრაილერის მძღოლის კავშირების დამატებითი ეპიდკვლევა.

banner
წინა სტატიაშიმარინა ეზუგბაია : გამოჯანმრთელებულების რაოდენობა საკმაოდ სოლიდური რიცხვით აჭარბებს მკურნალობის პროცესში მყოფ პაციენტებს
შემდეგი სტატიასანიტარიული ჭრების ფარგლებში, პეკინის გამზირიდან ჟვანიას მოედნამდე არსებულ გზაგამყოფ კუნძულზე დაავადებული და ხმობადი ფიჭვები მოიჭრება