მარინა ეზუგბაია : ახალი პაციენტებიდან ორს მძიმე პნევმონია აქვს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების დიდ ნაწილს პნევმონია აქვს.

კლინიკის სამედიცინო დირექტორი აცხადებს, რომ 38 პაციენტიდან ზოგის შემთხვევაში საშუალო, ხოლო ზოგთან მძიმე სახის პნევმონია ვლინდება.

ამასთან, ეზუგბაიას განმარტებით, ერთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკული რჩება, ხოლო ოთხი მძიმე პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა.

„ამ ეტაპზე გვიწევს 38 პაციენტი და გაწერილი გვყავს უკვე 29 პაციენტი. ამ 38 პაციენტიდან დიდ ნაწილს პნევმონია აქვს. პნევმონიებს შორის ერთი გვყავს კრიტიკული როგორც იცით, რომლის სტაბილიზირება ჯერჯერობით ვერ არის მიღებული. გვყავდა ოთხი მძიმე პაციენტი, რომელთა მდგომარეობაც უკვე სტაბილურია და დაგვემატა გუშინ შემოსული პაციენტებიდან ორი კიდევ მძიმე პნევმონიით. დანარჩენი 22 პაციენტში არის საშუალო სიმძიმის პნევმონია. საშუალო იქნება, თუ მსუბუქი, შეიძლება პროგრესირება მოხდეს და ნებისმიერ ვარიანტში გახდეს მძიმე, ვიმედოვნებთ, ასე არ მოხდება“ , – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

banner
წინა სტატიაშიკლინიკა „მედალფაში“ სამი ახალი ინფიცირებული პაციენტი მიიღეს
შემდეგი სტატია(Video) სპორტსმენმა, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ვიდეომიმართვა გაავრცელა