მამუკა ხაზარაძე:სააკაშვილი შეიძლება მაშინ გამოუშვან, როცა “ოცნებას” ძალიან გაუჭირდება

“ლელოს” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილსი პოლიტიკაში ჩართვის კატეგორიული წინააღმდეგია.

მე არ მომწონს, როდესაც ადამიანი იცვლის მოქალაქეობას. არ მინდა ვისაუბრო ადამიანზე, რომელიც საპყრობილეშია. მე აქვე მინდა დავაფიქსირო, რომ საქართველოს არ აქვს სასამართლო, რომელსაც შეუძლია სამართლიანი ვერდიქტი გამოიტანოს. ამიტომ ლაპარაკი იმაზე, რომ სასაამრთლოს გადაწყვეტილება სამართლიანი დადგება, ამის იმედი მე არ მაქვს. ასევე პირდაპირ ვიტყვი, რომ მისი შემოსვლის ფორმა საქართველოში აბსოლუტურად მიუღებელია. ასევე მინდა ვთქვა, რომ როცა ლაპარაკი მიდიოდა, რომ ის ძალიან ცუდად იყო და ჩვენ გამოვდიოდით მის მხარდასაჭერად, მერე უცებ სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ, იგი ჩაერთო პოლიტიკურ აქტივობაში. როცა დღეს ხარ ძალიან ცუდად, ხვალ ამბობ, რომ მზად ხარ ბრძოლისთვის, არ მინდა ამ თემაზე საუაბრი, ადამიანი საპყრობილეშია… ერთს ვიტყვი, საქართველოში არის სააკაშვილის მიერ შექმნილი სასამართლო, რომელიც ჰყავს ივანიშვილს ახლა დაქვემდებარებული, ამიტომ ქართული ანდაზაა, რასაც დასთეს იმას მოიმკიო.

რატომ ჩამოიყვანეს ის არჩევნების წინ, რომელმაც ოპოზიციას დააკარგვინა მოგების შანსი. ის, რომ სააკაშვილი საქართველოში დაიწყებს პოლიტიკურ საქმიანობას? – ეს კინო ხომ ვნახეთ ჩვენ, რას მეუბნებით ახლა, რომ დავბრუნდეთ იმ პერიოდში, რასაც პირადად მე ვიბრძოდი?

თუ იმას ამბობთ რომ სააკაშვილი ციხიდან გამოვა, (რა თქმა უნდა, მე მას ვუსურვებ პატიმრობიდან გათავისუფლებას) და ჩაუდგება სათავეში ენმ-ს, პირდაპირ გეტყვით, რომ მე ამის წინააღმდეგი ვიქნები. წინააღმდეგი ვარ რომ სააკაშვილთან ერთად მომავალ მთავრობაზე იყოს საუბარი.

უნდა გადაწყვიტო, ან უკრაინის მოქალაქე ხარ ან საქართველოს მოქალაქე ხარ, ასე არ ხდება, ეს მე არაფერს ხელს არ მიშლის, თუ ის პოლიტიკაში იქნება, უბრალოდ “ქართულს ოცნებას” აწყობს. თუ აწყობს “ოცნებას” მაშინ რატომ არ უშვებენ ციხიდან? ამაზე ჩემი პასუხია, რომ სააკაშვილი შეიძლება მაშინ გამოუშვან, როცა “ოცნებას” ძალიან გაუჭირდება”, – განაცხადა ხაზარაძემ.

banner
წინა სტატიაში“ლელო” 2024 წლის არჩევნებზე არავისთან კოალიციას არ გეგმავს
შემდეგი სტატიარუსი ოკუპანტების მიერ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან 6 წელი გავიდა