“ლელო” 2024 წლის არჩევნებზე არავისთან კოალიციას არ გეგმავს

“ლელო” 2024 წლის არჩევნებზე არავისთან კოალიციას არ გეგმავს და მარტო იქნება წარმოდგენილი – ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში განაცხადა.

ჩვენ გვაქვს იმის ამბიცია, რომ მთავრობას ჩამოვაყალიბებთ ჩვენ, დანარჩენს რეალური ცხოვრება გვაჩვენებს. ამას ვლაპარაკობ სრული სერიოზულობით. რატომ ვამბობ ამას, იმიტომ, რომ გვაქვს ხედვა, გვაქვს მარშალის გეგმა გაწერილი, რომელიც ქვეყანას გამოიყვანს ძალიან სწრაფად ამ მდგომარეობიდან და მართლა დაიწყება ეკონომიკური ბუმი, ამრთლა მოხდება ცვლილებები, მართლა დარიგდება 4 წელიწადში 1000 ლარი, ამრთალ დავასაქმებთ სტუდენტებს, მართლა წამოვიყვანთ ემიგრაციიდან ტვინებს და ადამიანებს გავუჩენთ მომავლის იმედს, რომ ამ ქვეყანაში დაიწყება სერიოზული მშენებლობა ანაკლიის, ქალაქი სადა 25 ათასი ადამიანი უნდა დასაქმებულიყო”, – განაცხადა ხაზარაძემ.

ხაზარაძემ ასევე თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილთან მას და ბადრი ჯაფარიძეს შეხვედრა ჰქონდათ, სადაც პრეზიდენტს დაუდასტურეს პარტნიორობა და უთხრეს, რომ ქვეყნის ევროპული გზაზე მის გვერდით იქნებიან.

მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი მისია ჩვენი ქვეყნის ევროპულ გზაზე. იგი ემსახურება ჩვენი ქვეყნის ევროპაში სწრაფ ინტეგრაციას. ეს არის ჩემთვის გადამწყვეტი ამბავი და ამ ნაწილში ჩვენ ვართ პარტნიორები, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შეიძლება ძალიან იშვიათი შეხვედრები გვაქვს. ერთ-ერთი შეხვედრა გვქონდა მე და ბადრის ახლა მასთან, სადაც დავუდასტურეთ, რომ ამ საკითხში ჩვენ ვართ პარტნიორები. რაც შეეხება, რას იზამს სალომე ზურაბიშვილი არჩევნების წინ, არჩევნების შემდეგ, ეს არ განგვიხილია, ეს არის მისი გადასაწყვეტი, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამხელა ინსტიტუციის წარმომადგენელი, ცნობადი სახე მსოფლიოში, ეს აქტივი ჩვენმა ქვეყანამ უნდა გამოიყენოს. ეს არის დაუშვებელი “ოცნების” მხრიდან, რასაც ის აკეთებს მის წინააღმდეგ, ამაში კარგად ჩანს, “ოცნების” რუსული სახე, ებრძვის ადამიანს იმის გამო, რომ ის გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას.

დამოუკიდებელი მოთამაშე ევროპულ საქმეში დღეს არ არსებობს. ბიძინა ივანიშვილთან მას რა დამოკიდებულება აქვს ეს ჩემი თემა არ არის. ჩემი თემა არის, თუ რა პოზიცია უკავია მას საერთაშორისო არენაზე. ივანიშვილისგან განსხვავებით მას საერთაშორისო არენაზე უკავია პროდასავლური გამოკვეთილი პოზიცია, რაშიც მას აქვს ჩვენი პარტიის მხარდაჭერა”, – განაცხადა ხაზარაძემ.

banner
წინა სტატიაშიქართველი მებრძოლის დედა-“ყველაფერი უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, რომ იხსნას მამუკა ციხიდან”
შემდეგი სტატიამამუკა ხაზარაძე:სააკაშვილი შეიძლება მაშინ გამოუშვან, როცა “ოცნებას” ძალიან გაუჭირდება