მალიში სამხედრო ბაზაზე თავდასხმას 17 ჯარისკაცი ემსხვერპლა

მალის სამხედრო ბაზაზე თავდასხმას სულ მცირე 17 ჯარისკაცი ემსხვერპლა, 35 კი დაშავდა. თავდასხმა ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ნამპალას რაიონში მოხდა. შეიარაღებული პირები სახელისუფლებო ძალების კუთვნილ ბაზაში შეიჭრნენ.

სააგენტო Reuters-ის ცნობით, მომხდარზე პასუხისმგებლობა ისლამისტურმა დაჯგუფებამ “ანსარ ად-დინმა” აიღო. აღნიშნულმა მოძრაობამ თავდასხმა მაისშიც განახორციელა. მაშინ რადიკალების სამიზნე მალიში გაერო-ს მშვიდობისმყოფელები გახდნენ. უფრო ადრე კი “ანსარ ად-დინის” მებრძოლება “წითელი ჯვრის” სამი თანამშრომელი გაიტაცეს.

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძე: იმედია, საკონსტიტუციო სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას გამოიტანს
შემდეგი სტატიაუკრაინელი ჟურნალისტის აფეთქების კადრები (ვიდეო)