უკრაინელი ჟურნალისტის აფეთქების კადრები (ვიდეო)

დღეს დილით, კიევში ჟურნალისტი პაველ შერემეტი ააფეთქეს.
კიევის პროკურატურამ ჟურნალისტ პაველ შერემეტას გარდაცვალებაზე სისხლის სამართლის საქმე “განზრახ მკვლელობის” მუხლით აღძრა , უწყების პრეს-მდივანმა ნადეჟდა მაკსიმეცმა განაცხადა. ჟურნალისტი დღეს დილით მანქანის აფეთქებისას გარდაიცვალა.
“შემთხვევის ადგილიდან გვაცნობეს, რომ პაველ შერემეტას სიკვდილი აფეთქების შედეგად დადგა” – განაცხადა უკრაინის მთავარმა პროკურორმა იური ლუცენკომ.
მისი თქმით, ასაფეთქებელი ნივთიერების სიმძლავრე 400-600 გრამი ტროტილის ექვივალენტი იყო.
“მკვლელებმა პროფესიონალურად იმუშავეს” – განაცხადა ლუცენკომ.
უკრაინული “ახალი გაზეთის” ცნობით, დაღუპული ჟურნალისტის მეგობრები ამბობენ, რომ ის უკანასკნელ ხანებში საუბრობდა იმაზე, რომ მას უთვალთვალებენ.

უკრაინის პრეზიდენტის, პეტრე პოროშენკოს თქმით, ჟურნალისტის დაღუპვა “საშინელი ტრაგედიაა”. “შოკი, სხვა სიტყვები არ მაქვს” – დაწერა პრეზიდენტმა “ტვიტერის” საკუთარ ბლოგზე.

“გამოძიება ყველა სავარაუდო ვერსიას განიხილავს, რომელიც მის მოღვაწეობასთან იქნება კავშირში. გამორიცხული არ არის რუსული კვალი” – პროკურორმა თქვა.

https://www.youtube.com/watch?v=UGzFtmPmUX8

banner
წინა სტატიაშიმალიში სამხედრო ბაზაზე თავდასხმას 17 ჯარისკაცი ემსხვერპლა
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: გვაქვს ახალი, ძალიან ამბიციური, სწრაფი განვითარების გეგმები