ნინო ბურჯანაძე: იმედია, საკონსტიტუციო სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას გამოიტანს

ინტერპერტიულმა ჯგუფმა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომელიც ”დემოკრატიული მოძრაობის”, ”ლეიბორისტული პარტიისა” და ”პატრიოტთა ალიანსისათვის” უფასო სარეკლამო დროის მინიჭებას ეხება.
პარტიის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ მმართველი პარტია, საარჩევნო ნორმების დარღვევაში დაადანაშაულა. ბურჯანაძემ ინტერპარტიულ ჯგუფში შემავალ პარტიებს, მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
”საკონსტიტუციო სასამართლოში შედის სარჩელი, რომელსაც ინტერპარტიულ ჯგუფში შემავალმა პარტიებმა დაუჭირა მხარი. ამით კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა იმ აბსოლუტურად უპრეცენდენტო გადაწყვეტილებას, რომლითაც ”ქართულმა ოცნებამ” ყველანაირი ნორმა დაარღვია.
მათ ეს გადაწყვეტილება მიიღეს მხოლოდ იმიტომ, რომ დაეკმაყოფილებინათ ”რესპუბლიკური პარტიის“ და ალასანიას პარტიის მოთხოვნები, თუმცა ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაკეთებულიყო ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციის და სხვა პოლიტიკური ორგანიზაციების ხარჯზე. ამით დაირღვა პარტიის უფლებები, ამით გამოვლინდა ის, რომ ”ქართული ოცნება” არაფრად აგდებს სამართლიანობას და კანონს“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
”დემოკრატიული მძრაობის” ლიდერის თქმით, ხელისუფლებისათვის მთავარია შეასრულოს ის, რაც პოლიტიკურად, კონიუქტურულად სჭირდება კონკრეტულ მომენტში. მისი თქმით, ”ქართული ოცნების” მხრიდან აღნიშნული კანონი გაყალბებით იქნა მიღებული.
”მსგავსი უპეცენდენტო და აშკარა ყაჩაღობა საკანონმდებლო დონეზე, მიუხედავად ”ნაციონალური მოძრაობის” ყაჩაღური არსისა, მათაც კი არ გაუკეთებიათ არჩევნებამდე სამი თვით ადრე. მინდა იმედი ვიქონიო, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გამოიტანს სამართლიან გადაწყვეტილებას, რომ მოგვეცეს შესაძლებლობა ჩვენს ამომრჩეველს ვუთხრათ, თუ რას ვპირდებით წინა საარჩევნოდ და მივიტანოთ ჩვენი პოზიცია. უპრეცენდენტოა ამდენი პოლიტიკური პარტიის მზარდაჭერა ამ საკონსტიტუციო სარჩელზე.
ბატონმა ვახტანგ ხმალაძემ, რომელსაც რატომღაც წესიერების პრეტენზია აქვს, მითუმეტეს ამ კანონის შემდეგ შემიძლია ეს სიტყვა განსაკუთრებით ხაზგასმით ვთქვა – რატომღაც, გააყალბა კანონი მეორე და მესამე მოსმენას შორის, ასე, რომ კანონი თავისთავად უკვე უკანონოა. ვწუხვარ, რომ საქართველოს პრეზიდენტს, როგორც ველოდი, სამწუხაროდ არ ეყო ვაჟკაცობა და გამბედაობა ამ კანონისათვის დაედო ვეტო იმის შიშით, რომ ე.წ. პრორუსული პარტიების მხარდაჭერა არ დაბრალებოდა.
იმედი მინდა ვიქონიო, რომ ამჯერად მაინც, არასამთავრობო სექტორი და დიპლომატიური კორპუსი გამოგვეხმაურება,”- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაშილევან როსტოშვილს და ლაშა კურტანიძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა გირაოთი შეეცვალათ
შემდეგი სტატიამალიში სამხედრო ბაზაზე თავდასხმას 17 ჯარისკაცი ემსხვერპლა