მაკა სოლოღაშვილი : ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით დედა-შვილი მოათავსეს, რომლებიც სომხეთის მოქალაქეები არიან
სხვა სტატიები
- ლევან რატიანი : პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ოთხი პაციენტი დატოვებს
- უახლოეს მომავალში გვექნება ისეთი შემთხვევები, როდესაც ინფექციის შემოტანის პირველ წყაროზე ვერ გავალთ
- კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 443 თბილისში გამოვლინდა, 676 – აჭარაში, 541 – იმერეთში
ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში 51 პაციენტი მკურნალობს, აქედან 41 პაციენტს დადასტურებული აქვს „კოვიდ-19“.
კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელის, მაკა სოლოღაშვილის ინფორმაციით, აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში ახალი კორონავირუსისგან კიდევ სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ასევე კლინიკამ ორი ახალი კოვიდინფიცირებული მიიღო.
„გვაქვს სამი გამოჯანმრთელება. შემოვიდა ორი ახალი პაციენტი დადასტურებული დიაგნოზით. ისინი დედა-შვილი არიან კარანტინის სივრციდან, სომხეთის მოქალაქეები. ამასთან, ერთი პაციენტი გადავიდა რეანიმაციიდან და ამჟამად რეანიმაციაში მკურნალობას აგრძელებს ერთი. მისი მდგომარეობა სტაბილურია. გარდა ამისა, ოთხი პაციენტი რჩება საყურადღებო“, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ბოჭორიშვილის კლინიკის პაციენტებიდან 12 პირი 18 წლამდე ასაკისაა.
კლინიკაში დღეს ახალ კორონავირუსზე კიდევ ოთხ ადამიანს გამოიკვლევენ.