მარინა ეზუგბაია : კორონავირუსით ინფიცირებული 8 ახალი პაციენტიდან ორის მდგომარეობა მძიმეა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევიდან 1 ბოლნისის კლასტერს უკავშირდება, 7 კი საკარანტინე სივრციდანაა. როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა.

“ახალი 8 დადასტურებული შემთხვევიდან 1 არის ბოლნისის წყარო, დანარჩენი 7 არის საკარანტინე სივრციდან. გუშინ ჩვენთან 11 დადასტურებული შემთხვევა შემოვიდა, წინა დღეებში დადასტურებული შემთხვევები გადმოიყვანეს. გვყავს 36 დადასტურებული პაციენტი და 3 არის შესაძლო შემთხვევა, რომელთა კვლევა ახლა ტარდება. ამ 8 ახალი შემთხვევიდან 2 შემთხვევა არის მძიმე, კლინიკურად მძიმედ გამოხატული სურათით. ასაკობრივი სპექტრი განსხვავებულია, არის მაღალი ასაკის პირებიც და საშუალო ასაკიც. საკარანტინე სივრცეში დადასტურებულებიდან 2-ს მოგზაურობის ისტორია აქვს”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

banner
წინა სტატიაშიმაკა სოლოღაშვილი : ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით დედა-შვილი მოათავსეს, რომლებიც სომხეთის მოქალაქეები არიან
შემდეგი სტატიაანაკლიის საკარანტინო სივრცეში ამ დროითვის 71 პირი იმყოფება