მაკა სოლოღაშვილი : ბოჭორიშვილის კლინიკაში 11 პაციენტს ორმხრივი პნევმონია აქვთ

კორონავირუსით ბოჭორიშვილის კლინიკაში 11 პაციენტს ორმხრივი პნევმონია აქვთ-აღნიშნულ ინფორმაციას ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი მაკა სოლოღაშვილი. მან ასევე აღნიშნა, რომ დღეს იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ფიქსირდება მხოლოდ გამოჯანმრთელება და კლინიკას არ დამატებია ახალი ინფიცირებული.

„დღეს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნალობს 78 პაციენტი. აქედან დადასტურებული კორონავირუსით ინფიცირებულია 66. გვაქვს 1 გამოჯანმრთელება. ახალი დადასტურებული დიაგნოზი არ გვაქვს. დადასტურებული შემთხვევებიდან 1 რეანიმაციის პაციენტია, 11-ია საყურადღებო, მათთან გამოხატულია ორმხრივი პნევმონია. მიმდინარეობს მკურნალობა. სასულიერო პირის ჯანმრთელობა მდგომარეობა სტაბილურია. ველოდებით 3 პაციენტის გამოჯანმრთელებას, 8 ჩაერთვება კვლევაში“, – განაცხადა სოლოღაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმარინა ეზუგბაია : კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევიდან ათი ბოლნისს უკავშირდება, ერთის ინფიცირების წყაროს დადგენა კი მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაძალადობით და ძალადობის მუქარით ჩადენილი სექსუალური ხასიათის ქმედებისთვის და ძარცვისთვის ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა