ძალადობით და ძალადობის მუქარით ჩადენილი სექსუალური ხასიათის ქმედებისთვის და ძარცვისთვის ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

რამდენიმე წუთის წინ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საგანგებო განცხადება გაავრცელა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ძალადობით და ძალადობის მუქარით ჩადენილი სექსუალური ხასიათის ქმედებისთვის და ძარცვისთვის ბრალდებული შ.ღ. დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 11 სექტემბერს, ქ. რუსთავში „კულტურისა და დასვენების პარკში“ ქურდობისთვის და ყაჩაღობისთვის ნასამართლევმა შ.ღ.-მ ძალადობით და ძალადობის გამოყენების მუქარით ლ.ტ.-სთან სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხელჩანთა წაართვა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა შ.ღ. 2019 წლის 12 სექტემბერს ქ. რუსთავში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით), 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ძალადობით, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ შ.ღ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

banner
წინა სტატიაშიმაკა სოლოღაშვილი : ბოჭორიშვილის კლინიკაში 11 პაციენტს ორმხრივი პნევმონია აქვთ
შემდეგი სტატიაბათუმის კლინიკა „მედალფას“ დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული კიდევ ერთი პაციენტი დატოვებს